ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის მფლობელი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი გახდა. მასთან ერთად ამ ნომინაციაზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი იყო წარდგენილი.
ანტონიო ბანდერასმა ეს ტიტული პედრო ალმადოვარის ფილმისთვის „ტკივილი და დიდება“ მიიღო.
„ტკივილი და დიდება“ არის ისტორია რეჟისორზე,რომელსაც კინოს გადაღება აღარ შეუძლია. ხვდება დედას, ყოფილ კოლეგას და საყვარელ ქალებს. ფილმისთვის მოქმედების ადგილი კინოსტუდია El Deseo-ა.