კიანუ რივზისა და ალექსანდრა გრანტის ურთიერთობა საზოგადოებისთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 55 წლის მამაკაცის რჩეული ხანგრძლივი მარტოობის შემდეგ, 46 წლის ხელოვანი - ალექსანდრა გრანტი გახდა.
მიუხედავად ასაკს შორის არსებული სხვაობისა, საზოგადოების ნაწილი ალექსანდრას გარეგნობას აკრიტიკებს და მას არათუ საკუთარი ასაკის, არამედ კიანუს შეუფერებლადაც თვლის.
ერთ-ერთი დეტალი, რაც მის გარეგნობაში პირველივე შეხედვისას ფიქსირდება ჭაღარა თმაა, თანამედროვე სამყაროში, როცა ყველანაირი საშუალება არსებობს ამის შეცვლის, ცნობილი ქალბატონი ბუნებრიობას არჩევს და ამისთვის განსაკუთრებული მიზეზიც აქვს.
"მე ადრეულ ასაკშივე დავიწყე თმის სხვადასხვა ფრად ღებვა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ დავფიქრდი ტოქსიკური სილამაზის შესახებ. ნებისმიერი ქალი თავად ირჩევს, როგორ გამოიყურებოდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ როცა სილამაზის სტანდარტებით გამოწვეულ სასიკვდილო ზიანზეა საუბარი, უმჯობესია თავად ეს სტანდარტები გადავაფასოთ, " - აღნიშნა მან.