პრინცესა დიანას რამდენიმე კაბას, მათ შორის ბრიტანელი დიზაინერის ვიქტორ ედელშტეინის მიერ შექმნილ ცნობილ მოდელს აუქციონზე გაიტანენ, წერს Eironews.
დიანას მუქი ლურჯი უმკლავო კაბა თეთრ სახლში 1985 წელს მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ვახშამზე ეცვა. მან ამ დღეს ტრავოლტასთან ერთად იცეკვა და კაბამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
ეს კაბა აუქციონზე პირველად 2013 წელს გაიტანეს და 284 000 ევროდ ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. ახლა არის მოლოდინი რომ კაბა სავარაუდოდ 400 000 ევროდ გაიყიდება.