უქმე დღეების ამინდის პროგნოზი: დღისით მზე და ღამით ყინვა

უქმე დღეების ამინდის პროგნოზი: დღისით მზე და ღამით ყინვა

7-8 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამით მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -3 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს. თუმცა დღის საათებში მზიანი დღეები იქნება.

შედარებით უკეთესი ამინდია აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა ღამით თითქმის ყველგან ტემპერატურა 0 გრადუსს ქვემოთ ჩამოვა. სამაგიეროდ, დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მზიანი შაბათ-კვირა იქნება.

რაც შეეხება თბილისს, აქ ჰაერის ტემპერატურა 7-8 დეკემბერს 10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით მოსალოდნელია -1 გრადუსი.