ამერიკის კონოკრიტიკოსთა ეროვნულმა საბჭომ წლის საუკეთესო ფილმი დაასახელა.
კრიტიკოსთა რჩეული მარტინ სკორსეზეს „ირლანდიელი“ გახდა, რომელშიც მთავარ როლს რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო ასრულებენ. ფილმმა საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
წლის საუკეთესო რეჟისორად კვენტინ ტარანტინო ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“ დასახელდა, საუკეთესო მსახიობებად კი ადამ სენდლერი და რენე ზალვეგერი აღიარეს.