დავით ჩიხელიძე: როგორც ვხედავთ, მიშას .ე.წ “კათარზისი” გასხივოსნება და სულის განწმენდა მოჩვენებითი იყო

დავით ჩიხელიძე: როგორც ვხედავთ, მიშას .ე.წ “კათარზისი” გასხივოსნება და სულის განწმენდა მოჩვენებითი იყო

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“სააკაშვილის მიერ ნათქვამი სამი ფრაზა, რომელიც მიშას ფერისცვალებას, გაკეთილშობილებას “ადასტურებს”

1) ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში. 2004წ (რადიკალი მიშა)

2) საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უბრალოდ უნდა დაიხუროს 2019წ, (იმიჯ შეცვლილი, შემწყნარებელი მიშა)

3) ყველას გიმახსოვრებთ, ყველას სახელი, გვარი და მისამართი ვიცით, ყველას დაგსჯითო 2019წ აბა ციხეები უნდა დავხუროო? (ემუქრება პოლიციელებს, ზოგადად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს) არაფერი პირადული, მხოლოდ ფაქტები…

როგორც ვხედავთ, მიშას .ე.წ “კათარზისი” გასხივოსნება და სულის განწმენდა დროებითი/მოჩვენებითი იყო. (რაშიც ეჭვი არავის ეპარებოდა) მიშა ის მგელია, რომელმაც ნიღბად კრავი აირჩიე და არა ცხვარი, კრავი კი მოცულობით პატარა არის, სწორედ ამიტომ, მის ნამდვილ სახეს ვერ ფარავს და ხშირად ნიღბის უკან ძალაუფლებას, სისასტიკეს და შურიესძიებას მონატრებულ მიშას ვხედავთ ხოლმე”- წერს დავი ჩიხელიძე.