რას პასუხობს სარალიძე გამსახურდიას - „თქვენს ოჯახს და დანატოვარს უფლის წყალობა არ მოაკლდეს“

რას პასუხობს სარალიძე გამსახურდიას - „თქვენს ოჯახს და დანატოვარს უფლის წყალობა არ მოაკლდეს“

„თორმეთ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მაშინ 5 წლის იყო დათუჩა და 4 წლის მარიამი", - ასე ეხმაურება ზაზა სარალიძე ცოდნე გამსახურიდან განცხადებას.

ზაზა სარალიძემ ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის დაბადება მიულოცა, რამაც ცოტნე გამსახურდიას გაღიზიანება გამოიწვია და თქვა, რომ „ვაზიარებ მაგალითს, როგორი არ უნდა იყოს კაცი".

"თორმეთ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მაშინ 5 წლის იყო დათუჩა და 4 წლის მარიამი. სამსახურიდან პირდაპირ სახლისკენ მეჩქარებოდა ბავშვებთან მეტი დროის გასატარებლად. წინა დღით გვითხრეს, რომ დამატებით უნდა გავსულიყავით რუსთაველზე სამუშაოდ.

როდესაც მიზეზი გვითხრეს რისთვის უნდა გვემუშავა, სამსახურებრივი მოვალეობები დაგვავიწყდა და ერთი სული გვქონდა როდის გათენდებოდა მეორე დღე, რათა საკადრისი პატივი მიგვეგო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის! არასდროს დამავიწყდება ის წამი, როდესაც მოასვენებდნენ ჩვენი ერის სიმდიდრეს და მისი სამარადისო განსასვენებლისაკენ თვალი გამეპარა.

ვერც მაშინ დავძლიე პროვინციალიზმი და დარცხვენილმა თავი დავხარე. ის იმდენად დიდი პიროვნება იყო, მისკენ გახედვა მერიდებოდა. ვერც წლების შემდეგ ვძლიე პროვინციალიზმს და მისი ოჯახის წინაშე მუდამ თავდახრილი და თვალებ დახრილი ვიქნები. საამაყოა და მუდამ საამაყოდ დარჩება ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ის ადამიანი ვინც პირველად გახსნა ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა. უფალმა გაანათლოს თქვენი სული ბატონო ზვიად! თქვენს ოჯახს და დანატოვარს უფლის წყალობა არ მოაკლდეს!", - წერს სარალიძე ფეისბუქზე.

amo ყოჩაღ კაცო!
4 წლის უკან
სოციალისტი სარალიძეს რა თქმა უნდა ყოჩაღ, მაგრამ იმას, იმას რა ეშველება?!
4 წლის უკან
Maverick დიდი კაცის, დიდი ადამიანის პატარა კაცი, პატარა ადამიანი...
4 წლის უკან