სამხრეთსუდანელი-ავსტრალიელი მოდელი ადუთ აკეჩი Fashion Awards 2019-ის დაჯილდოების ცერემონიაზე წლის მოდელი გახდა. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს.
დაჯილდოების ცერემონიაზე 19 წლის აკეჩს იტალიური ბრენდის Valentino-ს მიერ შეკერილი მწვანე კაბა ეცვა. პრიზის მიღების შემდეგ მოდელმა მოდის სამყაროში ინკლუზიურობის ნაკლებობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ის ფაქტი, რომ ჯილდო ჩემნაირ გოგოს ერგო, იშვიათი მოვლენაა და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს თავისი შესაძლებლობების უნდა სჯეროდეთ და კარიერული მიზნების მიღწევისთვის იბრძოლონ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს მოდა, კინოინდუსტრია თუ მედიცინა“, - განაცხადა აკეჩმა.
2018 წელს „წლის მოდელის“ ტიტული სინდი კროუფორდის შვილს, 17 წლის კაია გერბერს ერგო.