ამერიკელმა მსახიობმა ბრედ პიტმა, კოლეგა ენტონი ჰოპკინსთან საუბარში თქვა, რომ თითქმის 20 წელია არ უტირია. Interview Magazine წერს რომ მსახიობი ახლა უფრო ემოციური გახდა. „
ჩემზე ემოციურ გავლენას ახდენენ ბავშვები, მეგობრები, სიახლეები“, - ამბობს პიტი. მისი თქმით, ეს კარგი ნიშანია.
ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი პოპულარული გახდა 1990-იან წლებში, როდესაც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბრედ პიტმა 1995 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „თორმეტი მაიმუნი“ „ოქროს გლობუსი“ მიიღო და ოსკარზე წარადგინეს.
პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კაცი. ბრედ პიტს მსახიობ ანჯელინა ჯოლი სთან ექვსი შვილი ჰყავს, აქედან სამი ბიოლოგიური.