ათწლეულის ყველაზე პოპულარული მომღერლები დასახელდნენ

ათწლეულის ყველაზე პოპულარული მომღერლები დასახელდნენ

მუსიკალურმა სტრიმინგულმა სერვისმა Spotify-მ ათწლეულის ყველაზე პოპულარული მომღერლების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

რეიტინგში პირველ ადგილზე ამერიკელი რეპერი დრეიკია, მეორე ადგილზეა ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი, მესამე ადგილს კია ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი Post Malone იკავებს. მეოთხე ადგილზეა არიანა გრანდე, მეხუთეზე კი ემინემი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ედ შირანის კომპოზიციას Shape of You-ს უსმენდნენ.