გერმანიაში უკრაინელი ოლიგარქი დააკავეს

გერმანიაში უკრაინელი ოლიგარქი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ახენში პოლიციამ უკრაინელი ბიზნესმენი და რადას ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე ონიშენკო დააკავა, წერს Deutsche Welle .

გერმანიის სასამართლო უკრაინაში მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილებას მიიღებს. ახენის პოლიციის ინფორმაციით, ონიშენკო უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს თხოვნის საფუძველზე დააკავეს.

უკრაინაში ონიშენკო ბუნებრივი აირის გაყიდვის თაღლითური სქემის შექმნაშია ეჭვმიტანილი. უმაღლესმა რადამ მისი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ 2016 წელს დააყენა. თუმცა მან ქვეყნის დატოვება მოასწრო. 2016 წელს ონიშენკო ძებნილად გამოცხადდა.

2019 წელს ალექსანდრე ონიშენკოს საქმეზე უკრაინაში გამოძიება დასრულდა. მიმდინარე წლის 18 თებერვალს პროკურატურამ სასამართლოს საბრალდებო დასკვნა გადასცა.

ამ დროისათვის უკრაინაში ონიშენკოს ექსტრადიციის თარიღი ცნობილი არ არის.