რა მოხდა ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძეს შორის

რა მოხდა ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძეს შორის "ცეკვავენ ვარსკვლავების" კულისებში

თაკო გაჩეჩილაძის მონაწილეობა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ნამდვილ "კატების" ჩხუბში გადაიზარდა. ია ფარულავასთან მის დაპირისპირებას მაყურებელი უფრო დიდი ინტერესით ელოდა, ვიდრე თაკოსა და გიგის ცეკვას. გიგი ხომ საერთოდ გაგიჟდა და გადაირია და მაყურებელს ეხვეწებოდა, გამაგდეთ, აქ არ დამტოვოთო. ბოლოს ასრულდა გიგის ოცნება და ის გააგდეს, თუმცა ია ფარულავას ენამწარე შენიშვნებს თაკო გაჩეჩილაძემ იმავეთი უპასუხა და მათი სკანდალური ჩხუბის დეტალებმა კულისებს გარეთ გამოჟონა.

მართალი გითხრათ, არ მესმის, რატომ ღიზიანდება საზოგადოება იმის გამო, რომ რომელიმე მომღერალი ვერ ცეკვავს და მაინც მონაწილეობს პროექტში. ასე მგონია, რომ ქართველი მაყურებელი ზედმეტად დიდ დროს უთმობს მსგავსი პრობლემების გარჩევას. ვერ იცეკვა? არა უშავს!.. ასე რომ მივუდგეთ, არ შეიძლება, ნეტავ? მაგრამ ასე არ მოხდა თაკოსა და იას შემთხვევაში.

გასულ კვირას თაკო გაჩეჩილაძემ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც ეწერა, როგორი უშვერი სიტყვებით გალანძღა ის კულისებში შესულმა ია ფარულავამ, შემდეგში ისიც გამოირკვა, რომ ეს ლანძღვა-გინება არ ყოფილა მხოლოდ ერთი მხრიდან, მომღერალმა ტელეწამყვანსა და ჟიურის წევრს არ მოუთმინა და მანაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თურმე საგ­რიმიოროში იმდენი ტ და ყ ასოების კომბინაცია ისმოდა, რომ ხალხი იქიდან გარბოდა.

საბოლოოდ, მომღერალმა გადაწყვიტა, ია ფარულავას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს, რადგან ის, როგორც ჟიურის წევრი, არჩევდა არა მის ცეკვას, არამედ პირად შეურაცხყოფას აყენებდა. ფარულავა კი აცხადებს, რომ თაკომ ისეთი სიტყვებით გალანძღა, გინება მცირედი იყო, რისი გაკეთებაც შეეძლო. მომღერალი ამ საქმის ასე დატოვებას არ აპირებს და სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

მართალი გითხრათ, გვერდიდან ეს ამბავი ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურება. ორი ქალი ერთმანეთს ასეთი უშვერი სიტყვებით რომ ლანძღავს და ეს ყველაფერი საცეკვაო შოუს ფარგლებში ხდება, ნამდვილად არასასიამოვნო სანახავი და მოსასმენია, მაგრამ ქართულ შოუბიზნესში, სადაც სიმღერა და ცეკვა ნაკლებია, ლანძღვა და გინებაა ბევრი