მსახიობი რენე ზელვეგერი არცერთ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არ არის და თვლის, რომ მისი თაობა ბოლოა, რომელსაც პირადი სივრცის გამოცდილება აქვს. Wmagazine-ის ინფორმაციით, მსახიობი „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“ დარეგისტრირებას არც აპირებს.
ზელვეგერმა აღნიშნა, რომ ის ინფორმაციის საჯაროდ გაზიარების მომხრე არ არის. „ამაზე ბევრს ვფიქრობ, როგორ გავიზარდე და როგორ გამზარდეს. ჩემი მშობლები ძალიან ჩაკეტილი ადამიანები არიან და ჩვენ არ ვსაუბრობთ ოჯახის საქმეებზე საჯაროდ. ამ დროს მე თავს არაკომფორტულად ვგრძნობ“, - განაცხადა მსახიობმა.
რენე ზელვეგერი 6-წლიანი გაუჩინარების შემდეგ კინოეკრანებს დაუბრუნდა. მსახიობი რობერტ გულდიას ფილმში ჟუდყ გამოჩნდა, სადაც ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ჯუდი გარლანდის როლი შეასრულა. მას ამ როლისთვის ოსკარსაც უწინასწარმეტყველებენ.