ავსტრალიის პოლიციამ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე უდაბნოში დაკარგული ქალი ცოცხალი იპოვა. ქალმა საკვებისა და წყლის გარეშე უდაბნოში 12 დღე გაძლო, ამის შესახებ ABC წერს.
მაკბი რალი და თავისი ორი მეგობარი უდაბნოში სამოგზაუროდ ორი კვირის წინ წავიდნენ. მოგზაურობის მესამე დღეს მათი მანქანა მდინარე ფინკზე გადასვლის დროს დაზიანდა. ისინი ცდილობდნენ მანქანის წყლიდან ამოტანას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ბოლოს ფეხით წასვლა გადაწყვიტეს, იმ იმედით, რომ სხვა ადამიანებს შეხვდებოდნენ. მანქანაში წერილი დატოვეს მარშრუტის კოორდინატებით. მათ არ ჰქონდათ საკვები და წყლის რესურსებიც ამოწურეს.
ქალი პოლიციამ მანქანაში დატოვებული წერილის შედეგად იპოვა. ის ალის-სპრინგის კლინიკაში გადაიყვანეს და მზით მძიმე დამწვრობის დიაგნოზი დაუსვეს.
ქალის მეგობრები ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.