მსახიობ ემბარ ჰერდის მამა ჯონი დეპს დაემუქრა რომ ესროდა. ამის შესახებ სასამართლოში ერთ-ერთმა მოწმემ თქვა. ინფორმაციას The Blast-ი ავრცელებს.
დევიდ კილაკმა, რომლის კომპანიაც მსახიობების ავტომობილებს ემსახურებოდა, სასამართლოში თქვა, რომ წყვილის დაშორების შემდეგ, ჰერდის მომსახურების საფასური პირადად უნდა გადაეხადა და არა ყოფილი ქმრის მენეჯერებისგან. მისი თქმით, ჰერდმა ამის საპასუხოდ კილაკის შეურაცხყოფა დაიწყო და თქვა, რომ დეპთან დაშორების შემდეგ ფინანსური პრობლემები შეექმნა.
მოგვიანებით, კილაკს ჰერდის მამა, დევიდ ჰერდი ურეკავდა და ემუქრებოდა: "მან (ჯონი დეპმა) დაანგრია ჩემი ბავშვის კარიერა ჰოლივუდში და აშანტაჟებს მას. კილაკის თქმით, დევიდ ჰერდი მასთან საუბრისას ჯონი დეპს სროლით დაემუქრა.
ჯონი დეპი და ემბარ ჰერდი ქორწინებაში 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის მაისამდე იმყოფებოდნენ. გაყრის გადაწყვეტილება დეპმა მიიღო. მისი გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჰერდმა განაცხადა, რომ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.