ბრიტანული მუსიკის ვარსკვლავები შესაძლოა რინგზე გამოჩდნენ

ბრიტანული მუსიკის ვარსკვლავები შესაძლოა რინგზე გამოჩდნენ

უახლოეს მომავალში შესაძლოა ბრიტანული მუსიკის ვარსკვლავები მაყურებელმა რინგზე იხილოს, ამის შესახებ The Guardian წერს.  ამის ინიციატორი რობი უილიამსია, რომელმაც განაცხადა, რომ  სურს ძალები კრივში „ოაზისის“ ვარსკვლავის, ლაიამ გალაჰერის წინააღმდეგ მოსინჯოს.

როგორც რობიმ განაცხადა, ის უკვე დაუკავშირდა ცნობილ პრომოუტერ ედი ჰირნს და სცადა გალაჰერთან დარეკვაც, თუმცა მის ზარს „ოაზისის“ წევრი არ პასუხობს.

ედი ჰირნი კრივში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრომოუტერია და ამჟამად ცნობილი ბლოგერების, ლოგან პოლისა და KSI-ის ბრძოლის ორგანიზებით არის დაკავებული.