წაბლისა და შოკოლადის ნამცხვარი ფქვილის გარეშე

წაბლისა და შოკოლადის ნამცხვარი ფქვილის გარეშე

ინგრედიენტები

კარაქი - 115 გ

შავი შოკოლადი - 200 გ

კვერცხი - 4 ცალი

ყავისფერი შაქარი - 100 გ

ზღვის მარილი - მწიკვი

ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ

მოხარშული და დაფქული წაბლი - 200 გ

საფანელი - ფორმისთვის

მომზადების წესები

შოკოლადი და კარაქი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და გავაგრილოთ. 20 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაფრქვიოთ საფანელი. ნახევარი შაქარი და კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ შოკოლადისა და კარაქის მასა. შაქრით, ცილითა

და ლიმონის წვენით ავთქვიფოთ მკვირივი ბეზეს მასა. შოკოლადის მასას შევურიოთ 1/4 ბეზე და წაბლი. ბოლოს შევურიოთ

დანარჩენი ბეზე, მოვათავსოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 30-35 წუთის მანძილზე.

ნამცხვარი ფორმაში გავაცივოთ და ისე დავჭრათ.