ბარსელონაში ათობით ადამიანი ცხოველების დასაცავად გაშიშვლდა

ბარსელონაში ათობით ადამიანი ცხოველების დასაცავად გაშიშვლდა

ესპანეთში, ბარსელონის ცენტრში სამოცდაათამდე მოქალაქე გაშიშვლდა, ჯგუფად შეგროვდა, მიწაზე დაწვა და სხეულზე ხელოვნური სისხლის ლაქები გამოისახა წერს Daily Mail.  

მათ ამ აქცია-პერფორმანსით, ცხოველების მიმართ სიბრალული გამოხატეს. პერფორმანსის მონაწილეებმა ასევე მოდის ინდუსტრიაში ცხოველის ბეწვის გამოყენება გააპროტესტეს.

პერფორმანსის მონაწილეები ორგანიზაცია Anima Naturalis წევრები არიან, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს.

გამოცემის ცნობით, პერფორმანსის მონაწილეების განცხადებით, მათ უნდა აიძულონ ესპანეთის ხელისუფლება, რომ ქვეყანაში ცხოველის ბეწვისგან დამზადებული ტანსაცმლის იმპორტი და წარმოება აკრძალოს.

ანალოგიური პერფორმანსი Anima Naturalis-ის წევრებმა ბარსელონაში 2018 წლის დეკემბერშიც გამართეს.