გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, მიმდინარე წლის ზაფხულში სერ პოლ მაკარტნი და მისი მეუღლე ნენსი შეველი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩნენ.
3 მაისს ნენსი და პოლი ქალაქ ლონდონში მუსიკოსის ქალიშვილთან სტუმრად იმყოფებოდნენ. წყვილმა სახლში დროულად დასაბრუნებლად ვერტმფრენი დაიქირავა.
გვიან ღამით, კენტის საგრაფოში გამოფრენილი ვერტმფრენი „Sikorsky S – 76C” დაზიანდა და პილოტს უცნობ ადგილას დაშვება მოუწია.
ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე ისედაც დაზიანებული ვერტმფრენი ხეების ტოტებს წამოეგო და ცნობილი მუსიკოსისისა და მისი ცოლის სიცოცხლე დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
საბედნიეროდ მფრინავმა სწრაფი რეაქცია გამოავლინა და მფრინავი ობიექტი მიწაზე უსაფრთხოდ დასვა. აღმოჩნდა, რომ მაკარტნი საკუთარი სახლიდან „მხოლოდ“ 25 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა.
ეს ინფორმაცია დღემდე გასაიდუმლოებული გახლდათ. მისი დღის სინათლეზე გამოტანა გამოცემამ „The Sun” გადაწყვიტა. საინტერესოა რომ დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მოგვიანებით, მაგრამ ეს ცნობა ოფიციალურად მაინც დაადასტურა.