პაემანზე პარტნიორების მიმზიდველობას სტატუსის განმსაზღვრელი კლასიკური ფაქტორები ზრდის. ამის შესახებ გერმანული Die Welt-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთი შედეგი გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვისას მიიღეს, რომელზეც საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ინსტიტუტი YouGov და სტატისტიკური პორტალი Statista მუშაობდნენ. კვლევაში მონაწილეობა 2034-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა ასაკიც 18 წელს აღემატება.
გაირკვა, რომ ნაცნობობის გაგრძელების საუკეთესო შანსები პაემანზე საკუთარი სახლის მფლობელებს აქვთ. კაცების 54% და ქალების 45%-მა აღნიშნეს, რომ საკუთარი სახლი პოტენციური პარტნიორის მიმზიდველობას ზრდის. ასეთი მაღალი შეფასება არც ერთ სხვა კრიტერიუმს არ მიუღია.
მეორე ადგილზე სოლიდური შუა კლასის წარმომადგენლის კიდევ ერთი სიმბოლო - ავტომობილს მოხვდა (41% კაცებში და 40% ქალებში). ასევე, წარმატების შანსები ძაღლების პატრონებს აქვთ. კაცების 31% და ქალების 34% პარტნიორის მიერ ოთხფეხა მეგობრის ყოლას დადებითად აფასებს. ამავდროულად რესპონდენტმა მეხუთედისთვის ცხოველის ყოლა პარტნიორის მიმზიდველობას ამცირებს.
საინტერესოა ქალების და კაცების ბავშვების ყოლის სურვილისადმი დამოკიდებულება. ქალების 36%-სთვის არ არის მიმზიდველი თუ პარტნიორს მომავალში შვილების ყოლა უნდა. კაცებში კი ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს.
გამოკითხვის მიხედვით, მთავარ ნაკლებად ტატუ, ბავშვის ყოლა და პირსინგი ითვლება. შედეგები საკმაოდ კონსერვატიულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 41%-ის ასაკი 55 წელს აღემატებოდა, 20%-ის ასაკი 45-54 წელს შეადგენდა. 35-44 წლის გამოკითხულთა 15% შეადგენდა, ისევე როგორც 25-34 წლის ასაკობრივი კატეგორია. ყველაზე მცირე ჯგუფს 18-24 წლის ახალგაზრდები შეადგენდნენ - 9%.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებლები იმ ფაქტორების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებსაც პარტნიორის შერჩევისას აქვს მნიშვნელობა. კერძოდ, გამოკითხვისას ყურადღება არ ექცეოდა ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ადამიანის ხასიათი, ქცევა და აღნაგობა.