პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი საშობაო კულინარიული შოუს მონაწილეები გახდნენ. ამის შესახებ Just Jared-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წყვილი პროექტში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ მერი ბერისთან ერთად მონაწილეობს. კეიტი და უილიამი მერის დახმარებით საქველმოქმედო ორგანიზაციებში მომუშავე მოხალისეებისთვის სადღესასწაულო სადილს ამზადებენ.
გადაცემა ტელეკომპანია BBC-ის ეთერში 16 დეკემებერს გავა.