აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელში საახალწლოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეო გაავრცელა, ამის შესახებ Daily Mail წერს.
„ამერიკის სული“ კაშკაშებს თეთრ სახლში! მოხარული ვარ, გაგიზიაროთ პატრიოტიზმის ეს ლამაზი გამოფენა და ასევე ბედნიერი ვარ, რომ ყველას შეგიძლიათ, საშობაო სეზონის სილამაზეს ეზიაროთ“, – წერს მელანია ტრამპი.
ტრამპების ოჯახი თეთრ სახლში შობას მესამედ აღნიშნავს.