მსახიობი ჯონი დეპი მიუზიკლის For The Love Of A Glove (ხელთათმანის სიყვარულისთვის) პროდიუსერი გახდა. ამის შესახებ Page Six-ი წერს.
გამოცემის ინფორმაცით, მიუზიკლი პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მთხრობელის როლში კი მომღერლის ცნობილი თეთრი ხელთათმანი მოგვევლინება.
მსახიობებთან ერთად სცენაზე Jackson 5-ის წევრების და სხვა ვარსკვლავების თოჯინებიც გამოჩნდებიან. მიუზიკლის სცენარის ავტორი ჯულიენ ნიტცბერგია. თავიდან მას ჯექსონზე ფილმისთვის სცენარის დაწერა სთხოვეს, მაგრამ მომღერლის მისამართით პედოფილიაში გაჟღერებულმა ბრალდებებმა საქმე გაართულა, ამიტომ ნიტცებრგმა ხელთათმანს პერსონაჟის სტატუსი მიანიჭა.
მისი იდეის თანახმად, სწორედ ხელთათმანია დამნაშავე ყველაფერში, რაშიც პოპ-მუსიკის მეფეს ადანაშაულებენ, რადგან ის უცხოპლანეტელია, რომელიც პატარა ბიჭების სისხლით იკვებება. პროდიუსერებმა ნიტცბერგ უფრო რეალური სცენარის მოფიქრება სთხოვეს, თუმცა მან თავისი იდეის მიუზიკლის ჟანრში განხორციელება გადაწყვიტა და დეპის საპროდიუსერო კომპანიას დაუკავშირდა.
მიუზიკლის პრემიერა 25 იანვარს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.