კიევის დეპუტატზე თავდასხმას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა

კიევის დეპუტატზე თავდასხმას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა

კიევის საოლქო საბჭოს წევრის, დეპუტატ ვიაჩესლავ სობოლევის ავტომობილს ქალაქის ცენტრში ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მანქანაში მჯდომი სამი წლის ბავშვი დაიღუპა, თავად სობოლოვი უვნებლად გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია ვინ ესროლა მანქანას. მომხდართან დაკავშირებით ქალაქში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მედია ასევე წერს, რომ ავტომობილში მყოფი ბავშვი სასწრაფოს საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა ის მიღებული ჭრილობისგან გზაში გარდაიცვალა.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სობოლოვს ტერორიზმის დაფინანსებას ედავებოდნენ. როგორც მედია წერდა, მისი სუპერმარკეტების ქსელი გადასახადებს დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკაში იხდიდა.

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სობოლოვის კომპანიამ 2014 წლიდან 2016 წლის მაისამდე "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბანკში" 7 მილიონი რუსული რუბლი და 266 ათასი უკრაინული გრივნა გადასახადის სახით ჩარიცხა, რადგან კომპანიაც დონეცკის კანონმდებლობის მიხედვით არის რეგისტრირებული.