ანჯელინა ჯოლი მოსკოვშია [video]

ანჯელინა ჯოლი მოსკოვშია [video]

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი მოსკოვში ახალი ფილმის „სოლტ“ – ის პრემიერაზე ჩავიდა.
ამ ფილმში ანჯელინა ტრადიციულად ცენტრალური დაზვერვის სამსახურის აგენტის როლს თამაშობს, რომელიც იძულებულია თავისივე სპეცსამსახურებს გაექცეს, იმის გამო, რომ მას შეცდომით სხვა ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობაში დაადანაშაულებენ.

ფილმში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიცაა ლივ შრაიბერი და ჩივეტელ ეჯიოფორი. რეჟისორია ფილიპ ნოისი.