ანალიტიკოსებმა შეაფასეს, რომელ ფილმებს აქვთ 2020 წელს ოსკარის მიღების ყველაზე დიდი შანსი. სია ვებგვერდ Gold Derby-ზე გამოქვეყნდა, რომელიც ექსპერტების პროგნოზს აქვეყნებს.
პრესტიჟული ჯილდოს მიღების მთავარ პრეტენდენტად მარტინ სკორსეზეს „ირლანდიელი“ დასახელდა. მეორე ადგილზეა კვენტინინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“, მესამე ადგილზე კი ნოა ბაუმბახის „ქორწინების ისტორია“ მოხვდა.
გარდა ამისა, სკორესეზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მთავარ პრეტენდენტად დასახელდა. მეორე ადგილზე ტარანტინოა, მესამეზე კი „პარაზიტის“ რეჟისორი პონ ჯუნ ჰოა.
ანალიტიკოსების შეფასებით, საუკეთესო ქალისა და კაცი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი რენე ზელვეგერს, სკარლეტ იოჰანსონს, შარლიზ ტერონს, ხოაკინ ფენიქს, ადამ დრაივერსა და რობერტ დე ნიროს აქვთ.