ხახვის წვნიანი გასახდომად. ვიკლებთ წონაში გემრიელად!

ხახვის წვნიანი გასახდომად. ვიკლებთ წონაში გემრიელად!

ამ წვნიანის მომზადება ყველას შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ნოყიერი და გემრიელია, ფაქტობრივად არ შეიცავს კალორიებს, სამაგიეროდ მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით.

ინგრედიენტები

წყალი - 1,5 ლ

ხახვი - 6 საშუალო თავი

კომბოსტო - 0,5 კგ

ტკბილი წიწაკა - 2 ცალი

პომიდორი - 3 ცალი

ნიახური - 1 კონა

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

დაჭერით წვრილად კომბოსტო, ხახვი თხელ რგოლებად, ხოლო პომიდორი კუბიკებად.

ტკბილი წიწაკა წვრილ წოლებად, ხოლო ნიახური წმინდად.

ყველაფერი მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი.

ხარშეთ ბოსტნეულის სრულ მომზადებამდე.

შემდეგ მოაყარეთ წვნიანს მარილი, პილპილი და გააჩერეთ 30 წუთი, რათა ორთქლშიც ჩაიხარშოს.