წარმოშობით ფლორიდელმა მომღერალმა არიანა გრანდემ ბოლო პერიოდში გვარიანი პოპულარობა მოიხვეჭა და ეს პირველყოვლისა მისი მუსიკალური ალბომების საკმაოდ კარგი გაყიდვებით გამოიხატა. სწორედ ამიტომაც, ასეთი დიდებული ასულით სხვადასხვა სარეკლამო კომპანიები დაინტერესდნენ.
ამჟამად არიანა გრანდე ერთ-ერთი ამერიკული პარფიუმერიის მწარმოებელი დიდი კომპანიის სახეა და დღენიადაგ იმას იძახის, რომ ამ კომპანიაზე არჩევანი შემთხვევით არ შეუჩერებია. მისი მტკიცებით, სწორედ აღნიშნული კოპანია აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ პროდუქტებს.
სიჯანსაღეზე აქცენტირებულმა არიანამ ამასწინათ ფიტნესით დაკავებულ ადამიანთა ერთობ საყვარელ მასტმულირებელი საშუალებების მწარმოებლებზე გაილაშქრა და განაცხადა, რომ ამ საშუალებათა უდიდესი ნაწილი ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია. არიანა გრანდე თავადაც ფიტნესის დიდი მოყვარულია და ასეთ განცხადებებს ჰაერზე ნამდვილად არ უნდა აკეთებდეს.