დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II თავისი უფროსი შვილის პრინც ჩარლზის სასარგებლოდ ტახტიდან შესაძლოა უახლოესი 18 თვის განმავლობაში გადადგეს. ამის შესახებ, მონარქის გარემოცვაში თავის წყაროებზე დაყრდნობით, Sun-ი წერს.
გაზეთის წყაროების ცნობით, ტახტიდან გადადგომაზე ღიად საუბარი აკრძალულია, თუმცა მათი მტკიცებით, უფლებამოსილების გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია.
მათივე თქმით, დედოფალმა ტახტზე უარი შესაძლოა, 2021 წლის აპრილში თქვას, როცა მას 95 წელი შეუსრულდება. ანალოგიური ინფორმაცია 2017 წელსაც გავრცელდა.
ელისაბედ II ტახტზე 1953 წელს ავიდა. 2015 წელს ის გახდა მონარქი, რომელიც დიდ ბრიტანეთს ყველაზე დიდი ხანია მართავს.