ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის

ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის "გაუგებრობის" გამო მათი შვილი იჩაგრება? დედ-მამა პატარა ლეას "ერთდროულად" ასეირნებს

მას შემდეგ რაც 44 წლის მსახიობი ბრედლი კუპერი და 33 წლის მოდელი ირინა შეიკი ერთმანეთს დაშორდნენ, ისინი ქალიშილთან დროს შეთანხმებულად ატარებენ, ნიუ-იორკის ქუჩებში პაპარაცებმა არაერთხელ დააფიქსირეს პატარა ლეა დედასთან და მამასთან ერთად მოსიარულე.

თუმცა, ამჯერად ისე დაემთხვა, რომ ირინამ და ბრედლიმ ქალიშვილი ერთდროულად გაასეირნეს, ბრედლისთან მხოლოდ რამდენიმეწუთიანი სეირნობის შემდეგ ირინამ ბავშვი წამოიყვანა და თავად გაასეირნა.

Daily Mail-ის გავრცელებული ფოტოები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში და საზოგადოება აღნიშნავს, რომ ბავშვისთვის მსგავსი სიტუაცია არახელსაყრელია და მისთვის ახლა ორივე საჭიროა, როგორც დედა, ასევე მამა, მხოლოდ იმის გამო, რომ ირინა და ბრედლი ერთად აღარ არიან ამის გამო პატარა ლეა არ უნდა დაიჩაგროს და ზოგჯერ შესაძლოა ბავშვის გამო რაღაცები ერთად დაგეგმონ და შემდეგ მასთან ერთად გააკეთონ.