მედია: ჯასტინ ტიმბერლეიკი ჯესიკა ბილს შორდება

მედია: ჯასტინ ტიმბერლეიკი ჯესიკა ბილს შორდება

38 წლის მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი მსახიობ ჯესიკა ბილს ღალატობს და შესაძლოა ისინი დაშორდნენ. უცხოური ტაბლოიდები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. თავდაპირველად წყაროზე დაყრდნობით მედიამ დაწერა, რომ ახალი ორლეანის ერთ-ერთ ბარში ჯასტინი  მსახიობ ალიშა ვაინვრაითთან ერთად დააფიქსირეს, მათივე ცნობით მომღერალს საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა და მსახიობთან ხელჩაკიდებული იჯდა.

სურათების გავრცელების შემდეგ კი პირველად ჯესიკა ბილი საზოგადოების წინაშე საქორწინო ბეჭდით გამოჩნდა და როგორც გამოცემა აღნიშნავს, ძალიან კარგ ხასიათზე იყო. ამან ნაწილობრივ ჭორები გააქარწყლა, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერ არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.

ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის ოჯახი ერთ-ერთ მყარ ჰოლივუდურ წყვილად ითვლება. ისინი ერთად ოთხი წლის შვილს ზრდიან.