2019 წლის American Music Awards-ი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი სელენა გომეზის ტრიუმფალური დაბრუნების გამო გახდა. 27 წლის ლამაზმანმა სცენაზე ორი უახლესი სიმღერა - Lose You To Love You და Look At Her Now შეასრულა, თუმცა იმ ყველაფერს, რამაც საზოგადოება აღაფრთოვანა, წინ საკმაოდ ემოციური მომენტი უძღვოდა.
როგორც People წერს, მომღერალმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემების გამო, საავადმყოფოში სარეაბილიტაციო კურსების გავლა დასჭირდა, პანიკური შეტევა გადაიტანა.
"მას პანიკური შეტევა ჰქონდა, რადგან ძალიან ნერვიულობდა. სელენა ამ სცენაზე ორი წლის განმავლობაში არ მდგარა და გარდა ამისა, ეს სიმღერაც მისი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მას სურდა ეს განცდა მთლიანად გაეზიარებინა მსმენელისთვის," - აღნიშნა ინსაიდერმა.