82 წლის ბოდიბილდერმა ქალმა უცნობს სახლში შეჭრისთვის აზღვევინა

82 წლის ბოდიბილდერმა ქალმა უცნობს სახლში შეჭრისთვის აზღვევინა

ნიუ-იორკში მცხოვრებ 82 წლის ქალთან კაცმა სახლში შეჭრა სცადა, თუმცა ეს ამბავი მისთვის კარგად არ დასრულებულა. უილი მერფის თქმით, ხუთშაბათს ღამე, როდესაც დაძინებას აპირებდა, კარზე უცნობმა დაუკაკუნა და სასწრაფო დახმარების გამოძახება სთხოვა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

უილი მერფის თქმით, მან პოლიციას დაურეკა, თუმცა კაცი სახლში არ შემოუშვია. როგორც მოხუცი ამბობს, კაცი ძალიან გაბრაზდა და კარი შემოამტვრია.

"ოდნავ მუქი ფერის მქონე (კაცი) და მე მარტო, თან მოხუცი ვარ. მაგრამ იცით რა? ძლიერიც ვარ", - თქვა ქალმა ინტერვიუში და თან მკლავებზე კუნთები დაჭიმა.

მერფმა, რომელიც ჯილდოს მფლობელი ბოდიბილდერია, თავდამსხმელისგან თავდაცვის მიზნით საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიყენა.

"ავიღე მაგიდა და მისკენ გავემართე, მაგრამ მაგიდა გატყდა", - ამბობს ქალი და დასძენს, რომ შემდეგ მაგიდის მეტალის ფეხი მოიმარჯვა, რომლითაც კაცის ცემა დაიწყო. რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მერფი სამზარეულოში გაიქცა, საბავშვო შამპუნი აიღო და კაცს სახეში შეასხა. თუმცა ამით არ დასრულებულა "ორთაბრძოლა".

შემდეგ 82 წლის ქალმა ცოცხით სცემა კაცს და ამ დროს ის უკვე მზად იყო სახლი დაეტოვებინა და მერფიც ეხმარებოდა ამაში, მაგრამ კაცი ძალიან მძიმე იყო, "მკვდრის წონა ჰქონდა და მიჭირდა მისი გადათრევა". საბოლოოდ ადგილზე პოლიცია მივიდა. კაცი სასწრაფო დახმარებით წაიყვანეს.