გუშინ პოპულარულმა მუსიკალურმა ტელეარხმა „MTV”-იმ, მიმდინარე წლის გამარჯვებულები დაასახელა.
წლის საუკეთესო ვიდეოკლიპად სამხრეთ კორეელი რეპერი Psy-ის სიმღერა „Gangnam Style” დასახელდა.
წლის საუკეთესო კომპოზიციის ავტორი კანადელი მომღერალი კარლა რეი ჯეპსენი აღმოჩნდა. მისმა კომპოზიციამ „Call Me Maybe” პირველი ადგილი დაიკავა.
წლის საუკეთესო მომღერლებად ჯასტინ ბიბერი და ტეილორ სვიფტი დასახელდნენ.
ზემოთდასახელებული მუსიკოსების გარდა, „MTV”-is “Europe Music Award“-ის ჟიურიმ მომღერლების, ლანა დელ რეისა და ნიკი მინაჟის ღვაწლი განსაკუთრებით დააფასა.