რამდენიმე დღის წინ მსოფლიო კინოეკრანებზე სახელგანთქმული ჯეიმს ბონდის თავგადასავლების შესახებ გადაღებული რიგით 23-ე სურათი გამოჩნდა.
სურათმა „სკაიფოლმა“ ეკრანზე გამოჩენიდან პირველივე კვირას 87.8 მილიონო დოლარი გამოიმუშავა.
დანიელ კრეიგის მიერ განსახიერებული ჯეიმს ბონდის ახალმა თავგადასავალმა მსოფლიოში უკვე 350 მილიონი დოლარი მოაგროვა.
ზემოთმოყვანილი ციფრები მიმდინარე წლის 8 ნოემბრის სტატისტიკურ მონაცემებს ეფუძნება.
გუშინ ამერიკულ მას - მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ 12 ნოემბრისთვის სურათი „სკაიფოლი“ მსოფლიო კინოგაქირავებაში დაახლოებით 550 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა.