38 წლის მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი უკვე 7 წელია მსახიობ ჯესიკა ბიელის მეუღლეა და წყვილს ერთად ერთი წლის შვილი ჰყავთ.
თუმცა ჯასტინ ტიმბერლეიკი ახალი ორლეანის ერთ-ერთ ბარში მსახიობ ალიშა ვაინრაითთან ერთად დააფიქსირეს, წყაროს ცნობით მომღერალს საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა და მსახიობთან ხელჩაკიდებული იჯდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინს ჯერ-ჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ შორის არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა