67 წლის მიკი რურკს ახალი შეყვარებული ჰყავს

67 წლის მიკი რურკს ახალი შეყვარებული ჰყავს

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ამერიკელი მსახიობის 67 წლის მიკი რურკის ახალი რომანის შესახებ გახდა ცნობილი. გამოცემა Page Six-ის ინფორმაციით, მსახიობის რჩეული რუსი ეროვნების ოლგაა, რომელიც სავარაუდოდ 23-26 წლისაა.

მიკი რურკი ქალთან ერთად პაპარაცებმა რესტორანში ნახეს, სადაც ის რჩეულს სახეზე და ხელებზე ეფერებოდა.

მანამდე 2015 წელს რურკი 33 წლის რუს მოდელს ანასტასია მაკარენკოს დაშორდა. წყვილი ერთმანეთს 5 წელი ხვდებოდა.