საბავშვო ევროვიზიაზე პოლონეთმა გაიმარჯვა

საბავშვო ევროვიზიაზე პოლონეთმა გაიმარჯვა

საბავშვო ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ისევ პოლონეთი გახდა. კონკურსი ვიკი გაბორიმ მოიგო, რომელმაც სიმღერა Superhero შეასრულა. მან კონკურსზე ჯამში 278 ქულა მიიღო.

საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი როსტიაშვილმა 69 ქულით 19 კონკურსანტს შორის მე-14 ადგილი მოიპოვა. მან დათო ევგენიძის სიმღერას “We Need Love” შეასრულა.

კონკურსი პოლონეთის ქალაქ გლივიცეში ჩატარდა.