აშშ-ში, ლოს-ანჯელესის Microsoft Theatre-ში American Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Hollywood Reporter-ი ავრცელებს.
წლის საუკეთესო შემსრულებელი ტეილორ სვიფტი, საუკეთესო ახალი შემსრულებელი კი ბილი აილიში გახდა. საუკეთესო დუეტად მსმენელებმა შონ მენდესისა და კამილა კაბელიოს სიმღერა señorita, საუკეთესო ვიდეორგოლად კი ტეილორ სვიფტის You Need to Calm Down აღიარეს.
2019 წლის საუკეთესო ტურნესთვის ჯილდო კორეულ კეი-პოპ ჯგუფ BTS-ს ერგო, ხოლო ფილმის საუკეთესო საუნდტრეკად ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ მუსიკალური გაფორმება დასახელდა.