მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში გადაიღეს

მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში გადაიღეს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში „თრედსტოუნში“ გადაიღეს. სერია მისი მონაწილეობით ეთერში მომავალ სამშაბათს გავა ეთერში.

„თრედსტოუნი“ არის სპინოფი და მოვლენები სპეციალური აგენტის ჯეისონ ბორნის სამყაროში ვითარდება. სერიალის სიუჟეტის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა „თრედსტოუნის“ მიზანი აგენტების შესაძლებლობების ხელოვნური მოდიფიკაციაა. ასეთი რამდენიმე აგენტი კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასრულებს დავალებას.

მანამდე მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში გადაიღეს.