მაიკლ ჯექსონზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

მაიკლ ჯექსონზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

„ბოჰემური რაფსოდიის“ პროდიუსერი გრემ კინგი მაიკლ ჯექსონზე ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კინგმა ჯექსონის ოჯახისგან სურათზე მუშაობის ნებართვა უკვე მიიღო. ფილმის სცენარს „ოსკარზე“ ნომინირებული ჯონ ლოგანი დაწერს. კინგი და ლოგანი მარტინ სკორსეზეს „ავიატორზე“ ერთად მუშაობდნენ. ჯერჯერობით უცნობია რომელი სტუდია გამოსცემს ფილმს და ვინ ითამაშებს მასში.

საინტერესოა, რომ ნოემბრის დასაწყისში კინგმა კიდევ ერთ მუსიკალურ ფილმზე დაიწყო მუშაობა. პროდიუსერი ჯგუფ Bee Gees-ის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს.

ბრიტანულ როკ-ჯგუფ Queen-ის ლიდერის ფრედი მერკურის ცხოვრების შესახებ გადაღებული „ბოჰემური რაფსოდია“ ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა და შემქმნელებს 903 მილიონი დოლარი მოუტანა. კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ეგვიპტელმა მსახიობმა რამი მალეკმა „ოსკარი“ მიიღო.