აკაკი ზოიძე: “ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ხალხს უსმენს, ამიტომ ვკითხოთ ხალხს

აკაკი ზოიძე: “ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ხალხს უსმენს, ამიტომ ვკითხოთ ხალხს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  აკაკი ზოიძე “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.

როგორც ზოიძემ “2020NEWS“ -ს განუცხადა, მმართველმა პარტიამ ხალხს უნდა მოუსმინოს.

“არ შეიძლება ჩემი განცხადება ულტიმატუმის ენით გაჟღერდეს. ეს არის ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეთავაზებას მმართველი პარტია მიიღებს. ჩემთვის ეს ინიციატივა არის გარანტია, რომ ჩვენ ხალხს არ მოვატყუოთ. “ქართული ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ხალხს უსმენს, ამიტომ ვკითხოთ ხალხს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 “ქართული ოცნების“ დეპუტატი აკაკი ზოიძე მმართველ პარტიას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატაროს.

სოციალისტი რადგან სხვა გზა არ არის, ვეთანხმები ბატონ ზოიძეს ჩატარდეს რეფერენდუმი სადაც გამოკვეთილი იქნება სამი პოზიცია: 1. კნსტიტუციური შერეული, ანუ 73 მაჟორიტარი და 77 პროპორციული სიით არჩეული. 2. წმინდა მაჟორიტარული 150 დეპუტატი აირჩევა პიროვნულად. 3 წმინდა პროპორციული ნულოვანი ბარიერით - კენჭი ეყრება პარტიულ სიებს და მოპოვებული ხმების პროპორციულად ნაწილდება მანდატები!
4 წლის უკან