იოსებ გოგაშვილი: 22/11/17 -ში ტერორისტების გეგმა ამოეწყვიტათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, ჩვენ ჩავშალეთ

იოსებ გოგაშვილი: 22/11/17 -ში ტერორისტების გეგმა ამოეწყვიტათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, ჩვენ ჩავშალეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი სოციალურ ქსელში 2 წლის წინ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ვანო გოლაშვილის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:

“22/11/17 -ში ტერორისტების გეგმა ამოეწყვიტათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, ჩვენ ჩავშალეთ.ქვეყანამ კი შეიძინა კიდევ ერთი გმირი ვანო გოლაშვილი! დიდება გმირებს!” – წერს გოგაშვილი

შეგახსენებთ რომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუსტად ორი წლის საქართველო იხსნა დაგეგმილი ტერაქტებისგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა ტერორისტები და მათთან დაახლოებული პირები თბილისში ტერაქტებს გეგმავდნენ. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან ამოღებულ ტექსტებში თბილისის მეტროში თავის აფეთქებაზეც იყო საუბარი, თემირლან მაჩალიკაშვილი სათვალთვალო კამერებმა ტერორისტებთან ერთად არაერთხელ დააფიქსირეს.