ბრედ პიტის ახალი რჩეული, რომელსაც გარეგნობის გამო აკრიტიკებენ

ბრედ პიტის ახალი რჩეული, რომელსაც გარეგნობის გამო აკრიტიკებენ

მაშინ, როცა ანჯელინასა და ბრედ პიტს შორის შვილების მეურვეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი საბოლოო წერტილს მიუახლოვდა, კიდევ ერთმა სენსაციურმა ამბავმა გაიჟღერა. ცნობილი ტაბლოიდები ბრედ პიტისა და მისი შესაძლო რჩეულის შესახებ ალაპარაკდნენ.

55 წლის ვარსკვლავი გულშემატკივრების თქმით 30 წლის ალია შოკატს ხვდება, რომელიც თავადაც მსახიობია. წყვილი რამდენიმე დღის წინ, ლოს-ანჯელესში გამართულ გამოფენას ერთად დაესწრო.

სოციალურ ქსელებში ამბის გაჟღერებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, Buzzfeed-ისა და სხვა ცნობილი გამოცემების მომხმარებლები ქალბატონის გარეგნობას უსვამენ ხაზს და აღნიშნავენ, რომ ანჯელინა ჯოლის შემდეგ, პიტს მსგავსი არჩევანი არ შეეფერება.

ზოგიერთმა კი, ხუმრობით კიანუ რივზის ახალი რჩეული - ალექსანდრა გრანტიც გაიხსენა, რომელსაც რამდენიმე კვირაა გარეგნობის გამო აკრიტიკებენ, "ახლა კიანუს რჩეულიც კი მომწონს" - დაწერა ერთ-ერთმა მათგანმა.