ირინა შეიკი უცნობ მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს

ირინა შეიკი უცნობ მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს

33 წლის მოდელი რუსი ირინა შეიკი პაპარაცებმა ნიუ-იორკში დააფიქსირეს. ვარსკვლავი Mercer Hotel-ს უცნობ მამაკაცთან ერთად ტოვებდა.

უცხოურმა გამოცემებმა და ტაბლოიდებმა ფოტოები მალევე გაავრცელეს, თუმცა მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, გამოითქვა ვარაუდი, რომ ის ირინას დაცვის წევრია, თუმცა როგორც ამბობენ ის აქამდე არავის შეუნიშნავს, სოციალურ ქსელში.

ამბობენ, რომ შესაძლოა მამაკაცი ირინას რომელიმე ნათესავი იყოს, რომელიც ქალაქში რამდენიმე დღით ჩამოვიდა. გულშემატკივრების ზოგიერთი ნაწილის აზრით კი მისტიკური მამაკაცი მილიონერი ბიზნესმენია, რომელსაც ირინა ჩუმად ხვდება.