საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ფარულად იქორწინა. Tuttosport-ის ცნობით, მისი რჩეული ჯორჯინა როდრიგესია.
გამოცემის წყაროს ცნობით, ქორწინების ცერემონია მაროკოში გაიმართა.
რონალდუმ და როდრიგესმა ფარულად დაქორწინება გადაწყვიტეს, რადგან ქალს კრიშტიანუს დედასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.