ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილმა პირველი მუსიკალური ჯილდო მიიღო. Stuff-ის ინფორმაციით, ლას ვეგასში მუსიკალური დაჯილდოება Soul Train Awards გაიმართა, სადაც წლის ჩანაწერის კატეგორიაში Ashford & Simpson Songwriter's Award პოპვარსკვლავის კურატორობით შექმნილ ალბომში The Lion King: The Gift შესულმა კომპოზიციამ Brown Skin Girl გაიმარჯვა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელი მისი და რეპერ Jay-Z-ის უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერია.
გამოცემის ცნობით, ეს 7 წლის გოგოსთვის პირველი მუსიკალური ჯილდოა. სიმღერის ავტორები ასევე ბიონსე, ჯეი ზი, ჰიპ ჰოპ არტისტი შაინტ ჟჰნ, ამერიკელი პროდიუსერი მაიკლ ოზოვურუ, მომღერლები სთეისი ბართი არიან.