ოპოზიცია ივანიშვილის ჭიშკარს

ოპოზიცია ივანიშვილის ჭიშკარს "ჩააბოქლომებს" - მთავრობას კი ბოქლომი უკვე დაადეს

მთავრობის სხდომის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიცია აქციას მართავს. აღმასრულებელი ორგანოს მთავარ შენობასთან პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული. ადგილზე იმყოფებიან, როგორც “ევროპული საქართველოს, ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ოპოზიციის წარმომადგენლები კანცელარიის მთავარ ჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.  თუმცა, პროტესტანტებმა კანცელარიის "ჩაბოქლომება“ მაინც შეძლებს.

აქციის მონაწილეებმა სტიკერებიც გააკრეს, წარწერით: “დალუქულია”, “ბიძინა გადამგდებია”.

პოლიციასთან რამდენიმეწუთიანი ძიძგილაობის შემდეგ, ოპოზიციისა და პოლციის წარმომადგენლებს შორის გარკვეული შეთანხმება შედგა და აქციის მონაწილეებმა ბოქლომი კანცელარიის ღობეს, რომელიც ცენტრალური შესასვლელიდან მოშორებითაა ბოქლომი მაინც დაადეს.

რაც შეეხებათ მინისტრებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდნენ,  კანცელარია სათადარიგო გასასვლელით დატოვეს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, ბოქლომების დადებით ხელისუფლების წინააღმდეგ გამოხატავენ პროტესტს და ამ პროტესტს არ შეწყვეტენ.

“ბოქლომების დადება არის პროტესტის გამოხატვა, რათა დასრულდეს ხელისუფლების ტყუილები, მავნებლობა და ბოქლომი უნდა დაედოს უკუ სვლას. უნდა დასრულდეს სიღარიბე, უნდა დასრულდეს ფასების ზრდა, უნდა დასრულდეს ლარის კურსის გაუფასურება და რაც მთავარია, უსამართლობა. გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ შერჩევითი სამართალი. მოსამართლის მხრიდან წარმოუდგენელი თავხედობას ჰქონდა ადგილი. გრძელდება იარაღების ჩადება და ამ გზით გიორგი რურუა იქნა დაკავებული. უნდა დამთავრდეს ივანიშვილის მხრიდან, სასამართლოსა და პროკურატურის გამოყენება“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

“ევროპული  საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით კი აქციის მონაწილეთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაემართება და მის ჭიშკარსაც ბოქლომს დაადებენ. “იქამდე ვიდგებით, სანამ ჩვენს მოთხოვნას არე დააკმაყოფილებენ. პოლიციას კორდონების გაკეთება ყველგან მოუწევს. ხელისუფლება ასე სანამდე გააგრძელებს, სანამ პოლიციის თანხლებით ტვალეტშ არ წავლენ?“, - განაცხადა  უგულავამ.

შეგახსენებთ, 17 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციას “ყველა ერთის წინააღმდეგ“ სწორედ, აქციის დროს, "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ, პარლამენტის ორი შესასვლელს სიმბოლურად ბოქლომები დაადეს. "ამ შენობაში ეშმაკი  ბუდობს",  -  ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან მობილიზებულ საპოლიციო ჯგუფს. პარლამენტის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ბოქლომი პროკურატურისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობებს დაადეს .