ამერიკელი მომღერალი ბიონსე თავისი მეუღლის, რეპერ Jay Z-ის საქველმოქმედო ფონდის, Shawn Carter Foundation-ის ღონისძიებაზე გამჭვირვალე კაბით მივიდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
ღონისძიება, ფლორიდის ქალაქ ჰოლივუდში, სასტუმრო Seminole Hard Rock Hotel & Casino-ში გაიმართა. მოგვიანებით, ფოტოები Instagram-ზე 38 წლის მომღერალმაც გამაოქვეყნა. Roberto Cavalli-ს კაბასთან ერთად ბიონსეს ვერცხლისფერი ფეხსაცმელი ეცვა.