სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ყველაზე გემოვნებით ჩაცმულ პერსონად აღიარეს. ყოველწლიური რეიტინგი მოდის პლატფორმა Lyst-მა გამოაქვეყნა. როგორც კვლევით დადგინდა, პრინც ჰარის მეუღლის ჩაცმულობის მიმბაძველთა რაოდენობა 2016 პროცენტით არის გაზრდილი.
Club Monaco-ს კაბაზე კი, რომელიც მეგან მარკლს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნობელის პრემიის ლაურეატ დასმონდ ტუტუსთან შეხვედრისას ეცვა, მოთხოვნილება 570 პროცენტით გაიზარდა.